სალიზინგო კომპანიები სექტორისთვის ქონების გადასახადის დაბეგვრის წესის ცვლილებას ითხოვენ.
როგორც BMG-ის კომპანია BB Leasing-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განუცხადა, სალიზინგო ბაზარი დღეს სხვა კომპანიებისგან და ფიზიკური პირებისგან განსხვავებული წესით იბეგრება, რაც სექტორს გარკვეულწილად არაკონკურენტულ მდგომარეობაში აყენებს.
კოტე სულამანიძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე დარგის წარმომადგენლებმა კონკრეტული ინიციატივები შემოსავლების სამსახურს უკვე წარუდგინეს და მოლოდინი აქვთ, რომ გარკვეული ცვლილებები განხორციელდება.
სალიზინგო ბაზარი სხვანაირი მეთოდით ვიბეგრებით, არასტანდარტულით და არა იმ მეთოდით, როგორც ნებისმიერი სხვა შპს ან ფიზიკური პირი. ნიუანსებია, რაც გვინდა, რომ კანონმდებლობის დონზე შეიცვალოს და ამ მიმართულებით შემოსავლების სამსახურთან საკითხი დაძრული გვაქვს. ამ ნაწილში პირველი პრობლემა ისაა, რომ თუ მაგალითად, ლიზინგის აქტივს ადამიანი თუნდაც ხუთი დღე ფლობს და ეს ხუთი დღე წლის ჭრილში გარდამავალი პერიოდია, მაგალითად, თუ 30 დეკემბერს გაიტან აქტივს და 3 იანვარს დაფარავ, საკანონმდებლო დონეზე გამოდის, რომ მთელი ორი წლის განმავლობაში იბეგრება და ორი წლის გადასახადის გადახდა უწევს ლიზინგის მიმღებს.
გვინდა, რომ ეს წესი შეიცვალოს და პროპორციული დათვლის პრინციპზე იყოს დაფუძნებული. იქიდან გამომდინარე, რომ ქონების გადასახადი საბოლოოდ ლიზინგის მიმღებზე გადადის, გვინდა, რომ ჩვენი დარგისთვის გადათვლის მოდელი იმის ანალოგიური იყოს, როგორც ეს ფიზიკურ პირებს აქვთ ან ნებისმიერ შპს-ს. ამ გზით ჩვენი დარგი და სალიზინგო პროდუქტები უფრო კონკურენტული იქნება და პარიტეტულ ვითარებაში ჩავდგებით სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან“, - განაცხადა კოტე სულამანიძემ.