მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სალომე ქუთათელაძე: ათასობით შეტყობინება შემოდის პროდუქციაზე, რომლის გაყიდვა აკრძალულია

5e9ade513472b
ანი ციხისთავი
18.04.20 15:47
3631
"არსებულმა აკრძალვებმა ჩვენზე გავლენა მოახდინა", - ამის შესახებ გადაცემა "ქალების ნარატივში" კომპანია wishlist-ის დამფუძნებელმა სალომე ქუთათელაძემ, ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში შეზღუდულ ეკონომიკურ საქმიანობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, wishlist-ის "სურვილების სია" აკრძალვების გამო შემცირდა.

"დღეში ათასობით შეტყობინება შემოდის იმ პროდუქციაზე, რაც აკრძალულია. მაგალითად, ავტოსავარძელი, ან ისეთი პირადი ჰიგიენის ნივთები, როგორიცაა საკრეჭი, წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ა.შ", - აცხადებს ქუთათელაძე.

როგორც სალომე ქუთათელაძე აღნიშნავს, ონლაინ ვაჭრობა ადამიანებისთვის საშუალება იყო, რომ სახლში დარჩენილიყვნენ.

"ისინი აუცილებლად დაიწყებენ აკრძალული პროდუქციის სახლს გარეთ ძებნას", - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

მისივე თქმით, აკრძალული პროდუქცია ზუსტად იმავე ლოგისტიკურ ჯაჭვს გადის, რასაც სხვა, ნებადართული პროდუქტები.

"ჩვენი დასაქმებულები იგივენაირად შეძლებდნენ ამ პროდუქციის მიტანასაც მომხმარებლამდე, რომელსაც შეიძლება დღეს ეს აკრძალული პროდუქტი უფრო მეტად სჭირდებოდეს, ვიდრე - ნებადართული სატელეკომუნიკაციო ნივთები", - აცხადებს ქუთათელაძე.

პრობლემის მოსაგვარებლად wishlist-ში ოფიციალური წერილიც დაწერეს და მთავრობის მიერ გამოცემული ფორმაც შეავსეს. ამ ეტაპზე კომპანია პასუხის მოლოდინშია.

რაც შეეხება სიახლეებს, სალომე ქუთათელაძემ "ქალების ნარატივში" საუბრისას აღნიშნა, რომ wishlist ამერიკული საბავშვო პროდუქციის ბრენდის, Graco-ს წარმომადგენელი გახდა ამიერკავკასიის მასშტაბით.

"ეს ყველაზე ხანდაზმული და დიდი გამოცდილების ბრენდია", - ამბობს wishlist-ის დამფუძნებელი.

სალომე ქუთათელაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ wishlist ისედაც ონლაინ ვაჭრობის საშუალება იყო, მათაც მოუწიათ გადაწყობა და დღეს ყველა თანამშრომელი დისტანციურ რეჟიმში მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები