საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქრისტიან-დემოკრატების პარტიასა და მის ლიდერს ფრიდრიხ მერცს 23 თებერვლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ ის X-ზე წერს.
„ვულოცავ ფრიდრიხ მერცს და CDU-ს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას! წარმატებებს გისურვებთ გერმანიის წინსვლაში. მოუთმენლად ველი თქვენს მხარდაჭერას ამ გადამწყვეტ დროს საქართველოს ევროპული მომავლისთვის და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
წინასწარი მონაცემებით, 23 თებერვალს გამართულ გერმანიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში „ქრისტიან-დემოკრატებმა“ (CDU/CSU) გაიმარჯვეს, მეორე ადგილზე ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გავიდა.




























