საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს, ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველს და ლატვიის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩს შეხვდა.
"კარგი საუბარი მქონდა პრეზიდენტ პაველთან საქართველოში ახალი არჩევნების საჭიროებაზე პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად და საარჩევნო პროცესის უსაფრთხოებისა და მთლიანობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, რუსეთის ჰიბრიდულ სტრატეგიებთან დასაპირისპირებლად",- დაწერა სალომე ზურაბიშვილმა X-ზე.
Good discussion with @prezidentpavel on the necessity of new elections in🇬🇪to overcome the political crisis and the importance of ensuring the security and integrity of the electoral process, as well as in other European countries, to counter Russia’s disruptive hybrid strategies pic.twitter.com/vFEB4GsEC4
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) February 15, 2025
სალომე ზურაბიშვილი ასევე ესაუბრა ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს.
Discussions with President of @edgarsrinkevics on the support of the Georgian people and their unwavering will for new, free and fair elections. Stronger together! #MSC2025 pic.twitter.com/z1rJA6SE0T
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) February 15, 2025
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილის გერმანიაში იმყოფება, სადაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მართავს შეხვედრებს. ის დღეს შეხვდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს, ასევე აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს, რესპუბლიკელ კონგრესმენ ჯო უილსონს.