მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციოს მოსამართლეებს მიმართავს

საკონსტიტუციო სასამართლო

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართავს.

"საკმარისია, იმ სამ მოსამართლეს, რომელმაც ჩემი იმპიჩმენტის დროს დადო განსხვავებული მოსაზრება, დაემატოს სამი ადამიანი და ამ ქვეყნის სტაბილურობას და ევროპულ მომავალს გადაარჩენენ. მინდა, მივმართო მათ, დაფიქრდით - 1 თუ 2 წელი, რაც დაგრჩათ, ღირს იმისთვის, რომ შეხვიდეთ ისტორიაში, როგორც მოღალატე? თუ როგორც ნამდვილი გმირები? ერთი მოსამართლე ვნახეთ გმირი არჩევნების დროს და დაიმსახურა ქვეყნის სიყვარული და არ გინდათ, ქვეყნის სიყვარული დაიმსახუროთ?“, - განაცხადა პრეზიდენენტმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ: 19 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა და არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. არჩევნების საყოველთაობისა და ფარულობის პრინციპების დარღვევიდან გამომდინარე, პრეზიდენტი მოითხოვს არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმებისა და მათ საფუძველზე ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას.

20 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტრირა, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, გამწესრიგებელი სხდომის თარიღი, რომელზედაც სასამართლომ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უნდა იმსჯელოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები