მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სალომე ზურაბიშვილი საზღვარგარეთ საქართველოს ელჩებს მიმართავს

640799d80936c
თელარა გელანტია
08.03.23 00:07
1042
სალომე ზურაბიშვილი საზღვარგარეთ საქართველოს ელჩებს მიმართავს.

„მე მივმართავ ჩვენს ელჩებს, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ან ამერიკაში. ჩვენ რას ვიცავთ ან თქვენ რას წარმოადგენთ, თუ არა ქვეყნის ევროპულ მომავალს.

ჩვენ ყველანი ერთად ვართ დღეს, ხვალ ერთად ვიქნებით და გავიყვანთ ამ ქვეყანას ევროპაში. ამის პირობას გაძლევთ თქვენ. ეს პირობა ჩემს თავს დიდი ხნის წინ მივეცი“, - თქვა პრეზიდენტმა.

ასევე, სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აგენტების შესახებ კანონპროექტს ვეტოს დაადებს. ამასთან, მოუწოდა მმართველ ძალას, რომ „გააუქმონ კანონი“.

„არ გვინდა ის კანონი, რომელიც უაზროა და მისი მიზანია, ჩამოგვაშოროს ევროპას“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის: პრეზიდენტი ამჟამად აშშ-ია. თბილისში მიმდინარე პროცესების გამო, მან დღეს გაეროში დაგეგმილი ყველა შეხვედრა გააუქმა და საქართველოს მოქალაქეებს მიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები