საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-სა და შეიარაღებულ დაჯგუფება თალიბანს შორის შეთანხმების ხელმოწერას მიესალმება. ამის შესახებ პრეზიდენტმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა.
"მივესალმები ავღანეთში სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას. როგორც ავღანეთში საერთაშორისო მისიის ყველაზე მსხვილი და ძველი კონტრიბუტორი, საქართველო მიესალმება მდგრადი მშვიდობისკენ გადადგმულ ნაბიჯებს,"- წერს პრეზიდენტი.
29 თებერვალს, კატარის დედაქალაქ დოჰაში, მრავალწლიანი კონფლიქტის შემდეგ, აშშ-მა და თალიბანმა სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელის მიხედვითაც მოკავშირეთა ჯარები ქვეყანას 14 თვის მანძილზე დატოვებს.