მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სალომე ზურაბიშვილი: ვგმობთ რუსეთის მიერ დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების აღიარებას

6213faea1830b
თამთა ჯიჯავაძე
22.02.22 00:47
895
საქართველო მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების - დონეცკის და ლუგანსკის აღიარებას, - ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ წერს.

„საქართველო მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების - დონეცკის და ლუგანსკის „აღიარებას“, იმ სცენარის გამეორებას, რასაც ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოჰყვა. საქართველო გვერდით უდგას პრეზიდენტ ზელენსკის და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ ერთიანობას და მშვიდობას“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ კრემლის ლიდერმა განაცხადა, რომ მან გადაწყვიტა აღიაროს ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი და მოუწოდა ფედერაციულ საბჭოს ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები