მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სალომე ზურაბიშვილმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ კანონის წინააღმდეგ რეალური არგუმენტი არ არსებობს - მდინარაძე

ქართული ოცნება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ "რუსული კანონის" წინააღმდეგ რეალური არგუმენტი არ არსებობს, ვინაიდან ის ერთადერთი ცვლილებით დაუბრუნა პარლამენტს.

გარდა ამისა, მდინარაძე ემანუელ მაკრონისა და ოლაფ შოლცის ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისინი საქართველოს მთავრობას კვლავ გამჭვირვალობის კანონის გამო აკრიტიკებენ.

"სალომე ზურაბიშვილმა კანონი ერთადერთი ცვლილებით დააბრუნა, მან ერთი დღით იმოქმედოსო - სხვა ერთი სიტყვაც ვერ შეცვალა! ამით დისკუსიის შესაძლებლობაც დახურა და საბოლოოდ დაადასტურა, რომ კანონის წინააღმდეგ რეალური არგუმენტი არ არსებობს!

ბატონები, მაკრონი და შოლცი კვლავ გვაკრიტიკებენ გამჭვირვალობის კანონის გამო!

ზურაბიშვილი მაკრონს საქართველოში იწვევს იმ იმედით, რომ ქართულ კანონზე საგარეო ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება!

ამ დროს კი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ, საკვანძო საკითხად აქცევს! შესაბამისად, უპასუხო კითხვას, რა არის კანონში ცუდი? ემატება მეორე უპასუხო კითხვა - რაც ევროპისთვისაც მთავარი გამოწვევაა დღეს, მისი პრევენცია რატომ არის ჩვენთან არაევროპული? მეორენაირად, რაც გადაუდებელი აუცილებლობაა ევროპისთვის, ზუსტად ის რატომ ეკრძალება საქართველოს?", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები