სალომე ზურაბიშვილს ვერ ვათქმევინე, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
აღნიშნული კომენტარი მან ჟურნალისტის კითხვის პასუხად გააკეთა და ის ფაქტი განმარტა, რატომ არ იმსახურებს საქართველოს პრეზიდენტი საგარეო ვიზიტებზე თანხმობას.
"ორი მიზეზი, რატომაც სალომე ზურაბიშვილი არ იმსახურებს თანხმობას საგარეო ვიზიტებზე: პირველია, ის რომ მან შეგნებულად დაარღვია კონსტიტუცია და მეორეა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აგიტაციას აწარმოებდა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ბოლო დღის ჩათვლით, მას [სალომე ზურაბიშვილს] ვერ ვათქმევინე, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.