PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, 2025 წლის იანვარში jobs.ge-ზე 6 130 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2024 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით, 23.5%-ით მეტია, თუმცა 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.1%-ით ნაკლებია.
2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის იანვრის ჩათვლით, გამოქვეყნდა 17 312 ვაკანსია, რაც 2023-2024 წლების შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.1%-ით შემცირებული მაჩვენებელია. პუბლიკაციის მიხედვით, ვაკანსიების საერთო რაოდენობის კლებაში ყველაზე დიდი გავლენა გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიას ჰქონდა.
jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა კატეგორიების მიხედვით
დასაქმების თრექერის მიხედვით, 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის იანვრის ჩათვლით, 3 664 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2023-2024 წლების შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
2 708 ვაკანსია გამოქვეყნდა ლოჯისტიკა, ტრანსპორტი, დისტრიბუციის კატეგორიაში, რაც 2023-2024 წლების შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.7%-ით ნაკლებია.
3 912 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაციის, მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2023-2024 წლების შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.7%-ით ნაკლებია.