მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების ნაწილი პარლამენტის კარს წყლის ჭავლის მეშვეობით მოაშორეს

აქცია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები "რუსული კანონის" განხილვებს და მეორე მოსმენით მიღებას აპროტესტებენ.

აქციის დაწყების შემდეგ და მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა დეპუტატები კორიდორებით გაიყვანეს პარლამენტის შენობიდან, მათ ტერიტორია სრულად გაათავისუფლეს. შს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ სამართალდამცველებმა ტერიტორია გაათავისუფლეს.

რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელ კარს ხელებით ჩაებღაუჭნენ და გაღებას ცდილობდნენ. აქციის მონაწილეების ნაწილი, ასევე "გირჩის" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე მათთან მივიდა და სთხოვა გაჩერებულიყვნენ.

აქციის მონაწილეების ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ პროვოკატორები შეაგზავნა აქციაზე და ისინი ცდილობენ არეულობის მოწყობას, რომ აქცია სპეცრაზმმა დაშალოს.

მომხდარის შემდეგ სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებს კარის უკნიდან წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი შეასხეს.

ამ წუთებში სიტუაცია სტაბილურია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები