თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოხატავს მწუხარებას საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვართან ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო თვითმფრინავის გამო.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ იმის გამო, რომ ჩვენი ერთ-ერთი C-130 სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაში მიფრინავდა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ჩამოვარდა.
ჩვენი სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება ეროვნულ [საქართველოს] ხელისუფლებასთან კოორდინაციით“, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქული მხარის ცნობით, ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს იმის შესახებ, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა თვითმფრინავში ან რამდენი დაშავდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავი სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა.
საქაერონავიგაციის ცნობით, თვითმფრინავი საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოსვლის შემდეგ რამდენიმე წუთში განგაშის სიგნალის გარეშე გაქრა.




























