მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამების ტაძარში ბიძინა ივანიშვილი მივიდა

ბიძინა ივანიშვილი

სამების საპატრიარქო ტაძარში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად მივიდა.

გარდა ამისა, სამების საპატრიარქო ტაძარში, სადაც უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია დასვენებული, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი და გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი მივიდნენ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, საქართველოში ჩამოვიდა მსოფლიო პატრიარქიც.

პატრიარქს დღეს სიონის ტაძარში დაკრძალავენ. სამებიდან სიონამდე გადასვენების პროცესია 15:00 საათზე დაიწყება.

პატრიარქს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები