ჯანდაცვის სპეციალისტი ანდრია ურუშაძე ამბობს, რომ მთავრობის ანტიდასავლური პოლიტიკის გამო ჯანდაცვის სფეროში გარკვეული პროგრამების დაფინანსება შეფერხდება.
"როგორი საშინელი პოლიტიკაც არ უნდა აწარმოოს მთავრობამ ეს დარგი მაინც გააგრძელებს დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობას.
ვერც ექიმებს ავუკრძალავთ თავიანთ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობას, რადგან საიდანაც ვსწავლობთ და ვიღებთ ცოდნას, გამოცდილებას და დახმარებას და ჩვენი ექიმები გადიან კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს არის ევროპა, ამერიკა და ზოგადად განვითარებული სამყარო და არა რუსეთი. დიახ, შეფერხდება ეს წინსვლა, ურთიერთობები, და დახმარება, რომელსაც იღებდნენ ცალკეული პროექტები მედიცინაში, საზოგადოებრივ ჯანდაცვაში. იგივე ლუგარის ლაბორატორიის მაგალითიც შეგვიძლია გავიხსენოთ. ბევრი ასეთი პროექტი შეფერხდება, მაგრამ ვერ გაჩერდება, რადგან მომავალი ღია ევროპული საზოგადოებაა, რომელიც განვითარებაზე არის ორიენტირებული", - გააცხადა ურუშაძემ BMGTV-ის ეთერში.
თვეზე მეტია თბილისში და ქვეყნის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. მასობრივი დემონსტრაციები "ქართული ოცნების" პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებას 2028 წლამდე აჩერებს.
გასული წლის დეკემბერში აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა და სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მაღალჩინოსნებს. სანქციების პოლიტიკა დაიწყო გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირის რამდენიმე წევრმა ქვეყანამაც.



























