მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამხრეთ კავკასიის მშვიდობა და კეთილდღეობა საფრთხეშია, თუ ჩინეთი საქართველოზე დომინირებს - უილსონი

ჯო უილსონი

ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უისლონი სოციალურ ქსელში ეხმიანება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მარიამ ქვრივიშვილის ჩინურ ენერგეტიკულ კომპანია Zhongbo Group-თან შეხვედრის შესახებ.

უილსონის თანახმად, სამხრეთ კავკასიის მშვიდობა და კეთილდღეობა საფრთხეშია, თუ ჩინეთი საქართველოზე დომინირებს.

"ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი საკუთარი პროპაგანდისტული სადგურით ამაყობს, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიისგან ენერგეტიკული „ინვესტიციების“ მიღებას ცდილობს. ჩინეთი ცდილობს აშშ-ს შუა დერეფანი გამოუკეტოს. სომხეთ-აზერბაიჯანის მშვიდობა უზარმაზარი ნაბიჯია, მაგრამ სამხრეთ კავკასიის მშვიდობა და კეთილდღეობა საფრთხეშია, თუ ჩინეთი საქართველოზე დომინირებს",- წერს უილსონი.

ცნობისთვის, გუშინ, სამინისტრომ პრესრელიზი გაავრცელა, რომ ჩინური ენერგეტიკული კომპანია Zhongbo Group-ი საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებს განიხილავს. უწყების ცნობით, მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ჩინურ კომპანია Zhongbo Group-თან შეხვედრაზე საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული საინვესტიციო გარემო, დარგის განვითარების სტრატეგია, რეფორმები და მნიშვნელოვანი პროექტები განიხილა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები