მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამხრეთ კორეაში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 176-მდე გაიზარდა

სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეაში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 176-მდე გაიზარდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების 1 500-ზე მეტი თანამშრომელი.

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, გადარჩენილთა რაოდენობა ამ დროისთვის უცვლელია. დადასტურდა, რომ ორივე გადარჩენილი ეკიპაჟის წევრია. ჯანდაცვის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ტერიტორია სპეციალური კატასტროფის ზონადაა გამოცხადებული.

სამხრეთ კორეაში ავიაკატასტროფის გამო შვიდდღიანი გლოვა გამოცხადდა. თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა ადგილობრივი დროით 09:00 საათზე, მუანის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე განიცადა.

ეს არის ყველაზე მასშტაბური ავიაკატასტროფა სამხრეთ კორეაში 1997 წლის შემდეგ, როდესაც კორეის ავიახაზების Boeing 747 ჩამოვარდა გუამის ჯუნგლებში, რის შედეგადაც 228 ადამიანი დაიღუპა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები