მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სამხრეთ კორეის ეკონომიკა პირველ კვარტალში 1.8%-ით გაიზარდა

სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 1.8%-ით გაიზარდა.

როგორც ირკვევა, ეკონომიკური ზრდა ძირითადად ნახევარგამტარების ექსპორტმა და შიდა მოთხოვნის აღდგენამ განაპირობა. საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მიკროჩიპების ხარჯზე საექსპორტო ნაკადები 5.9%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტმა 3.9% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ თებერვალში ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი სულ რაღაც 0.9% იყო. ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ტექნოლოგიური ინდუსტრიის მიღმა მაჩვენებლის ზრდის არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორები შიდა მოთხოვნის და კერძო მოხმარების გაუმჯობესება გახდა. კერძოდ, მკვეთრად მოიმატა ტანსაცმლისა და ფინანსური სერვისების მიმართულებით მომხმარებელთა აქტივობამ.

პირველ კვარტალში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის კუთხითაც, რა მხრივაც, ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტის მონაცემებით, მატებამ პირველ კვარტალში 10.5% შეადგინა. ეს მაჩვენებელი 1976 წლის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი შედეგია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები