სამხრეთ კორეის ახალი პრეზიდენტის, ლი ჯე-მიუნგის ინიციატივით ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიები საკუთარი სტეიბლკოინების გამოშვებას შეძლებენ. ამგვარად, სამხრეთ კორეამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა იმ ტრაექტორიით, რომელიც ამ აზიურ ქვეყანას ციფრული აქტივების მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და ინოვაციურ სახელმწიფოდ აქცევს.
ლი ჯე-მიონგი, რომელიც პრეზიდენტად ცოტა ხნის წინ აირჩიეს, კრიპტოინდუსტრიის და კონკრეტულად სტეიბლკოინების მიმართ მხარდაჭერას ღიად აფიქსირებდა. ქვეყნის მმართველმა პარტიამ „ციფრული აქტივების საბაზისო აქტი“ წარადგინა, რომლის მიზანი სექტორში გამჭვირვალობის გაძლიერება და კონკურენციის ხელშეწყობაა
კანონპროექტის თანახმად, ადგილობრივი კომპანიები, რომლებსაც არანაკლებ 500 მილიონი ვონის, ანუ დაახლოებით $368,000-ის კაპიტალი აქვთ, სტეიბლკოინების გამოშვებას იმ პირობით შეძლებენ, რომ გაცემულ თანხას 1-1-თან პროპორციით დააზღვევენ, ანუ საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს თანხას სრულად და მყისიერად დაუბრუნებენ.