მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

იუნ სოკ იოლი

სამხრეთ კორეის იმპიჩმენტით გადაყენებულ პრეზიდენტ იუნ სოკ იოლს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლისა და დოკუმენტების გაყალბებისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აღსანიშნავია, რომ ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ დამატებით 3 საქმეც არის აღძრული, რომელთა შესახებაც ვერდიქტი სასამართლოს ჯერ არ გამოუტანია. ყველა მათგანი 2024 წელს გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას ეხება, რომლის საბაბადაც ჩრდილოეთ კორეიდან მომავალი საფრთხეების განეიტრალება დასახელდა. თუმცა საბოლოოდ გამოირკვა, რომ იუნის ამოცანა ძალაუფლების გახანგრძლივება და პოლიტიკური ოპოზიციის განეიტრალება იყო. ქვეყნის ყოფილი ლიდერი წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს და თავს უდანაშაულოდ აცხადებს.

მოსამართლის დადგენილებით, პრეზიდენტმა გადაწყვეტილება სამთავრობო კაბინეტთან გვერდის ავლით, უკანონოდ გამოაცხადა შემდეგ კი დოკუმენტაცია გააყალბა, რათა წარმოეჩინა, რომ მის ინიციატივას მხარს მინისტრებიც უჭერდნენ მხარს. აღსანიშნავია, რომ პროკურორი ექსპრეზიდენტის 10 წლით დაპატიმრებას ითხოვდა. როგორც მომჩივან, ისე მოპასუხე მხარეებს ერთი კვირა აქვთ, რათა პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრონ. შეგახსენებთ, სასამართლოს ჯერ არ გამოუტანია ვერდიქტი სახელმწიფო ამბოხებასთან დაკავშირებული ბრალდების შესახებ. თუ დადგინდება, რომ იუნ სოკ იოლი მიღებული გადაწყვეტილებით რეალურად დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ აჯანყებას აწყობდა, მას სიკვდილით დასჯა ემუქრება. ამ შემთხვევაში, ვერდიქტი თებერვლის თვეში გახდება ცნობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები