სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს, იუნ სოკ იოლს, 2024 წლის 3 დეკემბერს სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების გზით ამბოხების ორგანიზებისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
მოსამართლის განცხადებით, იუნის ქმედებებმა უმძიმესი ზიანი მიაყენა ქვეყნის დემოკრატიულ წყობას, კონსტიტუციურ წესრიგს და სწორედ ამიტომ იმსახურებს ის უმკაცრეს სასჯელს.
აღსანიშნავია, რომ იმავე საქმეზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, კიმ იონგ ჰიუნს სასჯელის შედარებით მსუბუქი ფორმა, 30 წელი განესაზღვრა. რაც შეეხება ექს-პრემიერ ჰან დოკ სუს, ის ციხეში 23 წელს გაატარებს, რადგან აქტიურად მონაწილეობდა ქალაქში ჯარების შეყვანასა და სამთავრობო შენობებთან განლაგებაში. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი პრეზიდენტი და მისი გარემოცვა რადიკალურ ზომებს ანტისახელმწიფოებრივ ძალებთან ბრძოლის მოტივით ამართლებდა, მოსამართლემ მიიჩნია, რომ რეალურად ეს ნაბიჯი მწვავე შიდა პოლიტიკური პრობლემების ძალის გამოყენებით გადაჭრას, ასევე პრეზიდენტის მეუღლის გარშემო არსებული კორუფციული სკანდალის გადაფარვას ისახავდა მიზნად.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ცნობისთვის, ექსპრეზიდენტ იუნისთვის ადგილობრივი პროკურატურა და მმართველი პარტია სიკვდილით დასჯას ითხოვდნენ. იმის მიუხედავად, რომ ეს აკრძალული არ არის, 1997 წლის შემდეგ სამხრეთ კორეაში მსგავსი უკიდურესი ვერდიქტი არავისთვის გამოუტანიათ. ცნობისთვის, იუნ სოკ იოლი არ არის კორეული სახელმწიფოს პირველი პრეზიდენტი, რომელიც გაასამართლეს. მრავალი წლის განმავლობაში მისი არაერთი წინამორბედი დაიჭირეს, თუმცა ციხეში 2-5დან 5-წლამდე პერიოდის გატარების შემდეგ მათ იწყალებდნენ. მოქმედი ხელისუფლება პირობას დებს, რომ არასდროს დაუშვებს იუნის ციხიდან გათავისუფლებას.




























