მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამხრეთ ოსეთის ავტონომიის გაუქმება საქართველოს ერთ-ერთი საბედისწერო შეცდომაა" - რუსი პოლიტოლოგი

ცხინვალი

"სამხრეთ ოსეთის ავტონომიის გაუქმება საქართველოს ერთ-ერთი საბედისწერო შეცდომაა", - ამის შესახებ რუსმა პოლიტოლოგმა, სერგეი მარკედონოვმა განაცხადა. დსთ-ს ქვეყნების კავკასიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის თქმით, ცხინვალმა რუსეთთან შეერთება არ უნდა იჩქაროს.

"თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ კონფლიქტის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ადამიანურმა ფაქტორმაც. ამ ყველაფერმა ერთად წინასწარ განსაზღვრა სამხრეთ ოსეთის ხალხის არჩევანი, რომელიც მათ 1992 წლის რეფერენდუმზე გააკეთეს. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ფედერაციის ურთიერთობას. ორი ქვეყნის ინტეგრაციის დონე საკმაოდ მაღალია და ცხინვალს რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების პროცესში აჩქარება არ სჭირდება", - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, ე.წ. რეფერენდუმი "სახელმწიფო დამოუკიდებლობისა და რუსეთთან გაერთიანების საკითხზე" ცხინვალის რეგიონში 1992 წელს ჩატარდა.

ბიზნეს ახალი ამბების რუბრიკა BMG-ის ვებგვერდზე გაძლევთ შესაძლებლობას ყოველთვის გქონდეთ წვდომა უახლეს ინფორმაციაზე ბიზნეს სფეროში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები