მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამხრეთ ოსეთმა და Brics-მა თანამშრომლობის შესაძლებლობაზე იმსჯელეს" - Sputnik

ბრიქსი

"სამხრეთ ოსეთმა და BRICS-მა თანამშრომლობის შესაძლებლობაზე იმსჯელეს", - ამის შესახებ პროპაგანდისტული მედია Sputnik-ი წერს. მისი ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში, ზნაურ გასიევმა და BRICS-ის პრეზიდენტმა, კონსტანტინ კლიმენკომ კონსტრუქციული თანამშრომლობის შესაძლებლობა განიხილეს, მათ შორის, ცხინვალში.

Sputnik-ი აღნიშნავს, რომ გასიევმა მონაწილეობა მიიღო ფართომასშტაბიანი საერთაშორისო პროექტის - ევრაზიის კამპუსისა და BRICS-ის სახლის გახსნის ცერემონიაში, რომელიც ობოლენსკის მამულში გაიმართა.

"ოსეთის მომავალი დამოკიდებულია ძლიერ რუსეთზე და ჩვენ, როგორც დროში გამოცდილი დიდი მეგობარი, მიუხედავად ჩვენი მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფისა, ყოველთვის ღია ვართ მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები