მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

S&P-ის შეფასებით, საქართველოში ტურიზმი შედარებით ნელი ტემპით აღდგება, ვიდრე ელოდნენ

603a1af09d95f
ელენე გოგბერაშვილი
27.02.21 14:18
840
სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ის შეფასებით, ტურიზმის აღდგენა მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში, შედარებით ნელი ტემპებით მოხდება, ვიდრე ამას დასაწყისში ელოდნენ. უპირატესად სწორედ ტურიზმის გლობალური აღდგენის შესახებ მსგავსი შეფასების გამო S&P-მა საქართველოს პერსპექტივა ნეგატიურით შეცვალა, თუმცა ტურიზმის სწრაფი აღდგენის შემთხვევაში, რისი მაღალი მოლოდინიც საქართველოს აქვს, კომპანია გამოხატავს პერსპექტივის აღდგენის მზაობას. 

ამის შესახებ, სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ის ანგარიშშია საუბარი, რომელმაც საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ, „BB” დონეზე დატოვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანაში ბოლო დღეებში მიმდინარე პოლიტიკური არასტაბილურობა, ასახულია სააგენტოს ანგარიშში და აღნიშნულია, რომ ამ პროცესმა შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ინვესტორების ნდობას და საშუალოვადიან პერსპექტივაში შეამციროს ინვესტიციების მოცულობა.
 
შეგახსენებთ, გავლენიანი სარეიტინგო კომპანია Fitch-ის პროგნოზით, 2021 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან საქართველოს შემოსავლები 2019 წელთან შედარებით 30%-ით აღგება, 2022 წელს კი 80%-მდე გაიზრდება.

„ჩვენ ველით, რომ 2021 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან საქართველოს შემოსავლები 2019 წელთან შედარებით 30%-ით აღგება, 2022 წელს კი 80%-მდე გაიზრდება“, - წერია ანგარიშში, რომლის თანახმად, სარეიტინგო სააგენტომ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად "BB" დონეზე ნეგატიური პერსპექტივით დატოვა.

შარშან ტურიზმის სექტორის დანაკარგი $2.7 მილიარდზე მეტი იყო, რადგან 2019-ში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან $3 მლრდ 269 მილიონის შემოსავალი მიიღო, შარშან კი, მხოლოდ - $541.7 მლნ.

2020 წელს საქართველოში 1.7 მილიონი ვიზიტორი იმყოფებოდა, მათი უდიდესი ნაწილი ქვეყანაში „ლოქდაუნის“ დაწესებამდე შემოვიდა. შედარებისთვის, 2019 წელს ვიზიტორთა რაოდენობამ 9 მილიონი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები