პარასკევს სააგენტომ თქვა, რომ რუსეთმა სცადა დოლარში დენომინირებული ორი ევრობონდი, რომლის ძირიც 4 აპრილს უნდა დაეფარა, კონტრაქტის პირობებით გათვალისწინებული დოლარის ვალუტის ნაცვლად, რუბლში გადაეხადა.
მოსკოვს 4 აპრილიდან მოყოლებული 30-დღიანი საშეღავათო პერიოდი აქვს კაპიტალისა და პროცენტის გადასახდელად, მაგრამ S&P-მ განაცხადა, რომ არ ელოდება, რომ ის დასავლეთის სანქციების გათვალისწინებით მათ დოლარში გადაიყვანს.
ცნობისთვის, უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესებული დასავლეთის სანქციების გამო, რუსეთს დაახლოებით 315 მილიარდი დოლარის უცხოური ვალუტის რეზერვებზე წვდომა აღარ აქვს.
რუსეთში ბოლო საუკუნეში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დეფოლტი ცხადდება.