მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამთავრობო თვითმფრინავი ხშირად დამიკვეთავს და ფული მე გადამიხდია - კახა კალაძე

თბილისის მერია

"TV პირველის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში სამთავრობო თვითმფრინავით ფრენის შემდეგ მორიგი სიუჟეტი კახა კალაძის ფრენებს მიუძღვნეს. სიუჟეტში ნაჩვენებია, რომ სამთავრობო თვითმფრინავი თბილისის მერსაც არაერთხელ აქვს გამოყენებული.

„სამთავრობო თვითმფრინავი ხშირად გამომიყენებია… ყოფილა ჩემი დაკვეთით და მე გადამიხდია ფული… ეს იყო ჩემი ნაშოვნი თანხებით“, -ადასტურებს კალაძე.

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით,  ერთ-ერთი ფრენა, რომლის დროსაც კახა კალაძემ სამთავრობო თვითმფრინავი გამოიყენა ალპებში დასასვენებლად გადაფრენა იყო. გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მერი და მისი გარემოცვა, სამთავრობო ბორტით, ალპებში, ახალი წლის  დღეების გასატარებლად წავიდა. 

„დეკლარაციაში აბსოლუტურად ყველა ხარჯი ასახულია. ეს პირადი მოგზაურობა და პირადი ხარჯი იყო. ყველაფერი შესაბამის უწყებაში და მოგაწვდიან თუ ამის ინტერესი გექნებათ“, - განაცხადა მერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, არ შეგეძლოთ ჩვეულებრივი სამგზავრო თვითმფრინავით გესარგებლათ?  მან უპასუხა, რომ გადაუდებელი აუცილებლობა იყო დუბაიში 8 დღე დასვენება.

„ყოფილა შემთხვევა როცა მე გადამიხდია ფული ან სხვას გადაუხდია, ვერ ნახავთ ვერცერთ შემთხვევას სადაც კახა კალაძეს ბიუჯეტით უსარგებლია ან ბიუჯეტიდან სარგებელი მიუღია. ეს იყო ჩემი პირადი ხარჯი, ჩემი ნაშოვნი თანხები", - განაცხადა კალაძემ. 

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით თბილისის მერიისგან მათ არცერთი დოკუმენტი არ მიუღიათ, რომელიც დაადასტურებდა, რომ სამთავრობო თვითმფრინავით მოწყობილ არდადეგებში ფული ნამდვილად კალაძემ გადარიცხა.

სამთავრობო თვითმფრინავი სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზეა, თუმცა, დავით სალაღაია, რომელსაც აღნიშნული თვითმფრინავი აბარია "შაბათის ეთერს" არ ჩაეწერა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები