სამტრედია-გრიგოლეთის ხიდის აღდგენის დასრულება 2028 წლამდე გადავადდა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში მოხსენებისას განაცხადა. მისი თქმით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების არსებული გეგმის თანახმად, 810-მეტრიანი ხიდის აღდგენის სამუშაოები 2028 წლისთვის უნდა დასრულდეს.
თუმცა, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ 2026 წლის თებერვალში განაცხადა, რომ ხიდზე სამუშაოები 2027 წელს უნდა დასრულებულიყო, შესაბამისად სამუშაოების დასრულება 2028 წლამდე გადავადდა.
"გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა განვითარდეს საგზაო ინფრასტრუქტურა. უნდა დასრულდეს თბილისი-ბათუმის მაგისტრალის დარჩენილი მონაკვეთები. სამტრედიის ხიდი უნდა დასრულდეს 2028 წლისთვის. სამტრედია-გრიგოლეთის დარჩენილი 6-კილომეტრიანი მონაკვეთი დასრულდება ზაფხულის ბოლომდე. გრიგოლეთი-ქობულეთის დარჩენილი 3 კილომეტრი დასრულდება მიმდინარე წლის ბოლომდე,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მდინარე რიონზე 810-მეტრიანი ხიდი 2023 წლის 21 თებერვალს ჩაინგრა.ხიდის მერვე ბურჯის ჩამოშლის შემდეგ სახელმწიფოს მიერ დაქირავებულმა ექსპერტებმა დასკვნა 2023 წლის დეკემბერში დადეს, რის შემდეგაც მთავრობამ დაიწყო დაზიანებული ხიდის აღდგენასთან დაკავშირებით საინჟინრო და საკონტრაქტო სამუშაოები დაიწყო.
ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოებს 2024 წელს გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე კომპანია "კავკასუს როუდ პროჯექტი" ასრულებს. დაზიანებული ხიდის დემონტაჟი ბიუჯეტს 14 მილიონი ლარი დაუჯდა, ხოლო მთლიანი რეაბილიტაცია კი დაახლოებით 75 მილიონი ლარი უჯდება.




























