მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სამწუხაროა, რომ ევროკავშირზე თავდასხმები გრძელდება, ძლიერდება კიდეც" - პაველ ჰერჩინსკი

EU-ის ელჩი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის თქმით, სამწუხაროა, რომ ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმები გრძელდება და ძლიერდება კიდეც. მან ამის შესახებ ქუთაისში, ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც "ოცნების" წევრების განცხადებებზე დასმულ კითხვას უპასუხა.

"ძალიან სამწუხაროა, რომ ევროკავშირზე თავდასხმები გრძელდება, ძლიერდება კიდეც. ეს უკიდურესად სამწუხაროა, მაგრამ როგორც ჩემს გამოსვლაში ვთქვი, ჩვენ არსად მივდივართ. ჩვენი კარი საქართველოსთვის 2023 წლის დეკემბრიდან არის ღია. საქართველო ოფიციალურად ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და ამ ღია კარის გავლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, ის, რასაც ვხედავთ იმ ისტორიული მომენტიდან, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა, სრულიად საპირისპიროა. იმის ნაცვლად, რომ საქართველო ჩვენთან დაახლოვდეს, გვშორდება. როგორც აღნიშნეთ, ჩემი და ევროკავშირის სხვა ელჩების მიმართ პირადი თავდასხმები ხორციელდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ჩემი მხრიდან, ამას პერსონალურად არ აღვიქვამ. უბრალოდ ვცდილობ, ჩემი საქმე რაც შეიძლება კარგად შევასრულო", - ამბობს ელჩი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები