მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამწუხაროა, რომ ზოგჯერ ინვესტორს მოთმინება ღალატობს - ნათია თურნავა ENKA-ზე

61557641bea30
ინგა მურუსიძე
30.09.21 12:38
1004
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, სამწუხაროა, რომ ზოგჯერ ინვესტორს მოთმინება ღალატობს. ასე ეხმაურება ნათია თურნავა 1 თვის შემდეგ საქართველოსთან "ნამახვანჰესის" კონტრაქტის მოშლის დაწყების შესახებ ENKA-ს გადაწყვეტილებას.

BM.GE-მ თურნავას ჰკითხა - ENKA-ს გადაწყვეტილებაში ხომ არ შეიტანა წვლილი პრემიერის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ მას მემკვიდრეობით დახვდა ხელშეკრულება, რომლითაც ქართული მიწა 100 წლით უნდა გასხვისებულიყო.

„ნებისმიერი ჩვენი საჯარო განცხადებები და მათ შორის პრემიერის განცხადებებიც, იყო მკაფიო. ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ენერგეტიკული განვითარებისთვის, ენერგოდამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისთვის "ნამახვანჰესის" პროექტი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ პროექტების ერთგული ვრჩებით, თუმცა ნებისმიერი პროექტი, რომელიც აწყდება წინააღმდეგობას მოსახლეობის მხრიდან და კითხვებს გარემოს დამცველების მხრიდან, შეიძლება იყოს მეტად სრულყოფილი, სწორედ ამისკენ იყო მიმართული ჩვენი მცდელობები“, - განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, "ნამახვანჰესის" მსგავსი დიდ პროექტები სხვა ქვეყნებშიც აწყდებიან პრობლემებს და ამაში გასაკვირი არაფერია.

„სხვათა შორის ეს არ არის მხოლოდ ქართული ფენომენი, მსგავსი ტიპის დიდი პროექტები სხვა ქვეყნებშიც აწყდება წინააღმდეგობას და არაფერია იმაში განსაკუთრებული, რომ პროექტი პროცესში შეიძლება იყოს მეტად სრულყოფილი და სწორედ იმისკენ არის მიმართული ჩვენი ყველა მცდელობა, რომ პროექტი მეტად უსაფრთხო და განხორციელებადი გახდეს. სამწუხაროა, რომ ზოგჯერ ინვესტორს მოთმინება ღალატობს, მაგრამ დარწმუნებული ვართ, ამ პერიოდში მივალთ საერთო ნიშნულამდე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა უპასუხდო დატოვა bm.ge-ის ჟურნალისტის რეპლიკა იმის თაობაზე, რომ მოქალაქეების გარკვეული ჯგუფის პროტესტის გამო, ინვესტორ კომპანიას 300-ზე მეტი დღის განმავლობაში თავისუფლად საქმიანობის საშუალება არ ეძლეოდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები