მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სამწუხაროდ, არ გვაქვს კავშირი” - როგორ აფასებს კერძო სექტორი ბიზნესომბუდსმენს?

63d8daffdf755
ანუკა ჯოხაძე
01.02.23 09:30
552
ბიზნესომბუდსმენის პოსტზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოთარ დანელია 2022 წლის თებერვალში დანიშნა. როგორც დღეს ბიზნესის წარმომადგენლები BM.GE-თან აცხადებენ, ბიზნესომბუდსმენის დანიშვნას მათთვის ხელშესახები შედეგი არ ჰქონია. კომპანია “სოფმარის” ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კომუნიკაცია აპარატთან დღესაც ჭირს და კერძო სექტორი ამ პლატფორმას ვერ იყენებს.

“ბიზნესომბუდსმენთან, სამწუხაროდ, არ გვაქვს კავშირი. ვერ ვმუშაობთ, არც მიზეზები ვიცით. არ გვაქვს კომუნიკაცია, ალბათ ბიზნესომბუდსმენი არ არის აქტიურად ჩართული, შეიძლება ჩვენი პრობლემაც იყოს. მგონია, რომ ვერ ვიყენებთ ამ შესაძლებლობას. ეს ერთ-ერთი ტრიბუნაა, საშუალებაა რომ ხმა მივაწვდინოთ მთავრობას, უწყებებს და ვისაუბროთ", - აცხადებს კომპანია “სოფმარის” ხელმძღვანელი ვახტანგ ალანია.

ბიზნესის ნაწილი აცხადებს, რომ ბიზნესომბუდსმენს დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი როლი აქვს, რომელიც კერძო სექტორის ყოველდღიურობას გაამარტივებს. კომპანია “დიოს” მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილი აცხადებს, რომ დღეს ბიზნესომბუდსმენს მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს იყოს ერთგვარი შუა რგოლი ბიზნესსა და მთავრობას შორის, მითუმეტეს მაშინ როცა მსხვილი პროექტების განხორციელება გარკვეული პრობლემების გამო რთულდება, ეს კი საბოლოოდ ინვესტორებს აზარალებს და პროექტების განხორციელებას აჭიანურებს.

“საჭიროა, რომ უფრო აქტიურად ჩაერთოს ბიზნესომბუდსმენი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში. ის პროექტები, რომელიც შეფერხდა, ამასთან დაკავშირებით იყოს აქტიურად ჩართული, იმისთვის, რომ ყველა წინააღმდეგობის გადალახვა მოხდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ასეთი დიდი პროექტების არსებობა, იქნება ეს ანაკლიის პორტი თუ ჰესების მშენებლობა. ვფიქრობ, რომ ომბუდსმენი უნდა იყოს ასეთი საკითხებით დაკავებული. უამრავი პრობლემა შეიძლება ჰქონდეს ბიზნესს, თუმცა ძირითადი ამოცანა მაინც უკეთესი ბიზნეს კლიმატის შექმნაა”, - აცხადებს კომპანია “დიოს” მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები