მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამხედრო მოსამსახურეების გარკვეული კატეგორიისთვის ბინის მიღება კანონით განისაზღვრება - მინისტრი

62a2063e41907
ვიქტორია მღებრიშვილი
09.06.22 19:00
1039
თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეთა გარკვეული კატეგორიისთვის ბინის მიღება კანონით განისაზღვრება. ამის შესახებ მან პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია. 

მან სამხედრო მოხელეებისთვის ბინების გადაცემის პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურეებს კვადრატულ მეტრში 100 დოლარის გადახდა მოუწევთ.

„ხელფასების ზრდის პარალელურად, წარმატებით მიმდინარეობს მრავალწლიანი, პროფესიული სამხედრო კარიერისა და ქვეყნის სამსახურის დაფასების მიზნით დაწყებული სამხედროების ბინებით უზრუნველყოფის პროექტი. დღევანდელი მდგომარეობით, 7-სართულიანი 39 კორპუსია აშენებული, რომელშიც 1000-ზე მეტი ბინაა განთავსებული. ამ ეტაპზე, საცხოვრებელი კორპუსების გარე პერიმეტრის მოპირკეთება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტში სამხედრო მოსამსახურეებს ერთ კვადრატულ მეტრში 100 დოლარის გადახდა უწევთ. გადახდას არა საბანკო სესხით, არამედ უპროცენტო შიდა განვადებით ახორციელებენ. პროექტი განგრძობითი ხასიათის იქნება.

ასევე, გვაქვს ინიციატივა, რომ თავდაცვის კოდექსში შევიდეს ცვლილება, რომლის შედეგად ოფიცერთა და სერჟანტთა გარკვეული კატეგორიისთვის ბინის მიღება კანონმდებლობით განისაზღვრება, რაც სამხედროების დაფასების მიმართულებით უპრეცედენტო გადაწყვეტილება იქნება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები