მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სანამ ომია, რუსებზე უძრავი ქონების გაყიდვაზე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს”- ეკონოისტი

6263df6b0d1be
ანუკა ჯოხაძე
23.04.22 17:30
2112

მიმდინარე წლის I კვარტალში სახელმწიფომ ქონების პრივატიზაციდან 44 მილიონი ლარის მიღება შეძლო, ბოლო თვეებში გასხვისდა ისეთი ობიექტები, რომლის პრივატიზების მცდელობაც მთავრობას არაერთხელ ჰქონდა: ასეთია, მაგალითად რიყის დოქები და მიხაილოვის საავადმყოფოს შენობა. ყველაზე მსხვილი გარიგებები კი როგორც ქონების მართვის სააგენტოს მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რუსეთის მოქალაქეებთან დაიდო.

ეკონომისტები ამბობენ, რომ რისკები დღეს იმაზე მაღალია, ვიდრე აქამდე ყოფილა. მათი თქმით, არის საშიშროება, რომ სანქცირებულმა რუსმა ოლიგარქებმა საქართველოში დააბანდონ ფული, ბიზნესი აამოქმედონ და რეალურად სანქციებს აარიდონ თავი. უფრო მეტიც, მათი თქმით, რუსული მხარის მხრიდან ოპერაციები შესაძლოა მესამე პირის გავლითაც განხორციელდეს. ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი აცხადებს, რომ იქამდე, სანამ გაურკვეველი მდგომარეობაა, რუსეთის მოქალაქეებზე უძრავი ქონების მიყიდვაზე შეზღუდვები უნდა ამოქმედდეს.

“ჩნდება ეჭვები, რომ ეს ყველაფერი შეიძლება გამოყენებული იყოს სანქციების გვერდის ავლისთვის. ამის საფრთხე ძალიან რეალურია,  ხელისუფლებას მკაფიო პოზიცია თუ არ ექნება, შესაბამისი ფასის გადახდა მოუწევს. სხვადასხვა შეზღუდვის დაწესება შეიძლება, ყოველ შემთხვევაში სანამ ომია და სანამ მინიმუმ გაურკვეველი სიტუაციაა მორატორიუმის გამოცხადება შეიძლება, რომ არ ვყიდით რუსეთის მოქალაქეებზე უძრავ ქონებას. ეს იმიტომ, რომ საფრთხე არის, იმიტომ რომ რთული იქნება კონტროლი იმისა, თუ რისთვის გამოიყენებენ რუსეთის მოქალაქეები ამ ყველაფერს”-აცხადებს კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი.

 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები