სანქციები რუსეთის წინააღმდეგ შეიძლება გამკაცრდეს, - ამის შესახებ BBC-ის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
„მოქმედ სანქციებს აქვს გავლენა და ხელშესახებია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის მათი დამაბრკოლებელი ეფექტისთვის,” - ამბობს მაკრონი.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი მსოფლიო ასპარეზზე სულ უფრო მეტად იზოლირებული ხდება.