მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციების დარღვევის გამო, აშშ-მა აბრამოვიჩის თვითმფრინავების ჩამორთმევის განკარგულება გასცა

629f533037a2b
გიორგი თოლორდავა
07.06.22 17:32
1200
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის საკუთრებაში არსებული ორი ამერიკული წარმოების კერძო თვითმფრინავის – Boeing 787-8 Dreamliner-ისა და Gulfstream G650ER-ის ჩამორთმევის განკარგულება გასცა.

პროკურატურის განმარტებით, თვითმფრინავები ჩამორთმევას ექვემდებარება, რადგან მათი მეშვეობით დაირღვა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, კერძოდ, ამერიკული წარმოების თვითმფრინავებით რუსეთში ფრენისთვის საჭიროა სპეციალური ლიცენზიისა და ნებართვის მიღება, რომელიც აბრამოვიჩის საკუთრებაში არსებულ თვითმფრინავებს არ ჰქონდათ.

აღსანიშნავია, რომ Boeing-სა და Gulfstream-ს რუსი ოლიგარქი პირადად არ ფლობს და ისინი აბრამოვიჩის საკუთრებაში არსებულ ოფშორულ კომპანიებზეა გაფორმებული, მიუხედავად ამისა, იუსტიციის დეპარტამენტი აღნიშნულ თვითმფრინავებს აბრამოვიჩის პირად საკუთრებად მიიჩნევს.

Boeing 787-8-ის ღირებულება, დაახლოებით, 300 მილიონ დოლარს შეადგენს; Gulfstream G650ER-ის შეძენა კი 70 მილიონ დოლარადაა შესაძლებელი.


წყარო - Forbes.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები