მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციების შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკა დაინგრეოდა - ღარიბაშვილი

646dc1da5f770
მარიამ ვარადაშვილი
24.05.23 11:53
559
კატარში ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებზე ისაუბრა.

კერძოდ, ჟურნალისტმა ღარიბაშვილს ჰკითხა, ვნებს თუ არა ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობას სანქციებთან დაკავშირებით მის მიერ გაჟღერებული პოზიცია.

“საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა, ზიანს მივაყენებთ ჩვენს ხალხს თუ რუსეთს მსგავს ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ. 2008 წელს რუსეთთან გვქონდა ომი და გახსოვთ ვინმე, ვინც სანქციები დააწესა ჩვენი ომის დროს რუსეთის წინააღმდეგ?! არავინ. მსოფლიოში არავის ჰქონია სწორი რეაქცია. ამიტომ ჩემი კითხვა ასეთია: ჩვენი ომი არ არის ომი და უკრაინის ომი ომია?! ჩემი კითხვაა ევროპელი და ამერიკელი მეგობრებისადმი არის შემდეგი: ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თქვენ აგრძელებდით ჩვეულებრივ ბიზნეს რუსეთთან და სანქციები არ გქონიათ დაწესებული. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას, მის ხალხს და გვინდა ეს ომი დასრულდეს რაც შეიძლება მალე”,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო რუსეთს საშუალებას არ აძლევს სანქციების გვერდის არიდებისთვის გამოიყენოს და ამას საერთაშორისო ორგანიზაციებიც ადასტურებენ.  

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები