რუსეთის საფონდო ბირჟა კვლავ დაკეტილია. რუბლი რეკორდულად გაუფასურებული. დასავლური ბიზნესები ქვეყანას ტოვებენ. შესაბამისად, JPMorgan-ის მოსაზრებით, რუსეთს დეფოლტი ემუქრება.
„რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა მნიშვნელოვნად გაზარდა რუსეთის სავალუტო ობლიგაციების დეფოლტის ალბათობა“, - აცხადებენ JPMorgan-ის ანალიტიკოსები.
როგორც CNN წერს, რუსეთს შესაძლოა ჰქონდეს ნაღდი ფული, რათა ვალის გადახდა შეძლოს, ცენტრალური ბანკის საერთაშორისო რეზერვები დაახლოებით $643 მილიარდია. თუმცა, როგორც JPMorgan-ში ამბობენ, სანქციები, რაც რუსეთს ამერიკამ დაუწესა, მოსკოვს გაურთულებს საზღვარგარეთ ობლიგაციებით გადახდებს.
მაგალითად, ცენტრალურ ბანკზე დაწესებული სანქციები და რუსული ბანკების SWIFT-დან გათიშვა, უცხოურ ვალუტაზე წვდომაზე გავლენას იქონიებს.




























