მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციებს დადებითი შედეგი ვერ ექნება, ვერც საფინანსო სექტორზე, ვერც - ეკონომიკაზე - იაკობაშვილი

არჩილ იაკობაშვილი

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრის, ეკონომიკის პროფესორ არჩილ იაკობაშვილის აზრით, სანქციებს დადებითი შედეგი ვერ ექნება, ვერც საფინანსო სექტორზე და ვერც - ეკონომიკაზე.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

ეკონომიკის პროფესორის თქმით, დღესდღეობით, რთულია, სანქციების მოსალოდნელი ეფექტის გაზომვა, მათ შორის იმის პროგნოზირება, რამდენად გამოიწვევს სანქციები ქართული ბანკებიდან უცხოელების დეპოზიტების გადინებას ან ქვეყნიდან უცხოური კაპიტალის გასვლას, მაგრამ ცალსახაა, რომ სანქციები უარყოფით მოლოდინებს ქმნის.

„არ მინდა, იმის წარმოდგენა, რომ ჩვენს ქვეყანას ისეთი პრობლემები გაუჩნდეს, განსაკუთრებით, დასავლეთისგან, როგორიც სანქციების შედეგად ირანს შეექმნა ან თუნდაც რუსეთს; როდესაც ამბობენ, ეკონომიკის ზრდა აქვს და რეცესია შეჩერდაო, უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთი გადავიდა ომის ეკონომიკაზე და როცა ეკონომიკა იზრდება სამხედრო-სამრეწველო ინდუსტრიის ბრუნვის ზრდის ხარჯზე, დიახ, გაიზრდება ეკონომიკა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანი ხდება“, - განაცხადა არჩილ იაკობაშვილმა.

ეკონომიკის პროფესორი იმედოვნებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დღეს პრეზიდენტის ვეტოს არ დაძლევს. მისივე თქმით, დღეს, საქართველოს განვითარებისთვის, პირველ რიგში, „რუსული კანონის“ გაუქმება სჭირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები