მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს განვითარებისთვის „რუსული კანონის“ გაწვევა სჭირდება - არჩილ იაკობაშვილი

არჩილ იაკობაშვილი

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრის, ეკონომიკის პროფესორ არჩილ იაკობაშვილის აზრით, ამ ეტაპზე საქართველოს განვითარებისთვის „რუსული კანონის“ გაწვევა სჭირდება.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.
არჩილ იაკობაშვილი იმედოვნებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ხვალ პრეზიდენტის ვეტოს არ დაძლევს.

„საქართველოს განვითარებისთვის ბევრი რამ სჭირდება, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე მეტად გვჭირდება, არ დაიძლიოს პრეზიდენტი ვეტო და არ ამოქმედდეს {რუსული კანონი}, რომელიც საქართველოს შემდგომ განვითარებას ნამდვილად შეაფერხებს“, - ამბობს ეკონომიკის პროფესორი.
რას უნდა დაესვას #წერტილი საქართველოში? – „ანტიევროპულობის პროპაგანდას“, - თქვა არჩილ იაკობაშვილმა.

„1990-იან წლებში, სტუდენტობისას გაცვლითი პროგრამებით ვიყავი ევროპაში და შემდეგ უკვე მაგისტრატურაზე ვისწავლე... ყველაფერს ვუმადლი ევროპას... ვნახე ევროპა რასაც ნიშნავს; ევროპა არის ქრისტიანული, ტრადიციული სახლი, მაგრამ ყველას უფლება, უმცირესობების უფლებები არის დაცული და როდესაც ამის საწინააღმდეგო პროპაგანდა მიმდინარეობს, ეს არის ანტიევროპული პროპაგანდა, რომელიც უნდა დასრულდეს“, - განაცხადა არჩილ იაკობაშვილმა და იქვე დასძინა, რომ „მამულის და ენის დაცვისთვის და სარწმუნოების პატივისცემისთვის, საქართველოს ერთადერთი უსაფრთხო ადგილი ევროპაშია.

„რუსულ კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას საქართველოს პარლამენტი ხვალ გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები