მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქცირებული ნავთობის იმპორტით ჩინეთმა მილიარდობით დოლარი დაზოგა

ნავთობი

ვაჭრებისა და გადამზიდველების მონაცემებზე დაყრდნობით, სანქციების ქვეშ მყოფი დასავლეთის ქვეყნებიდან ნავთობის რეკორდული შესყიდვით ჩინეთმა წელს თითქმის $10 მილიარდი დაზოგა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი იუწყება.

შეერთებული შტატების და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის, ირანისა და ვენესუელას მიმართ დაწესებულმა სანქციებმა ჩინეთს ნავთობის იმპორტის ხარჯები შეუმცირა.

Vortexa-სა და Kpler-ის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში ჩინეთმა რუსეთიდან, ირანიდან და ვენესუელიდან დღეში საშუალოდ 2.765 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის იმპორტი განახორციელა. მთლიანობაში, ჩინეთის იმპორტის მეოთხედი 2023 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში სწორედ ამ სამ ქვეყანაზე მოდის, რაც 2022 წლის მონაცემებთან შედარებით 21%-ით მაღალია.

მხოლოდ სანქცირებული რუსული ნავთობის იმპორტით, ჩინეთმა წელს $4.34 მილიარდის დაზოგვა შეძლო. ვენესუელის შემთხვევაში, კოლუმბიურ Castilla-ს ნედლ ნავთობთან შედარებით, თითო ბარელ იმპორტირებულ ნავთობზე დანაზოგი 10 აშშ დოლარს შეადგენს. ირანის შემთხვევაში კი ომანური არასანქცირებული ნავთობის ფასების გათვალისწინებით, თითო ბარელ ნავთობზე $15 დაიზოგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები