მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სანტე” რუსეთის ბაზარზე რძის პროდუქტების ექსპორტს არ გეგმავს – კომპანიის პასუხი "როსსელხოზნადზორს"

6224a5d31a441
BM.GE
06.03.22 16:13
2530
“სანტე” არ გეგმავს რუსეთის ბაზარზე რძის პროდუქტების ექსპორტს,– შესაბამის განცხადებას კომპანია ავრცელებს და ეხმაურება ქართული რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის რუსეთის ბაზარზე ექსპორტის შეთავაზებას.

“სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" არ გეგმავს რუსეთის ბაზარზე რძის პროდუქტების ექსპორტს. “სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები” არის უმსხვილესი რძის გადამამუშავებელი ქართული კომპანია, რომელიც 1997 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის პრიორიტეტი და უპირველესი საზრუნავი ქართველი მომხმარებელია.

ამ ეტაპზე კომპანია აქტიურად არის ჩართული უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის პროგრამებში.

პარალელურად კომპანია ადგილობრივ ბაზარზე მრავალ ინოვაციას გეგმავს და აქტიურად ემზადება იმპორტირებული პროდუქციის დეფიციტის შემთხვევაში ჩაანაცვლოს საქართველოში წარმოებული პროდუქტით”,– ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინასთან ომის პარალელურად ცხოველური წარმოშობის ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე დაუშვეს – რას ამბობს ქართული მხარე?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები