მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპარტნიორო ფონდს სახელი ეცვლება

63e0ac4fe4b78
შოთა ტყეშელაშვილი
06.02.23 11:34
1445
მთავრობის საკუთრებაში არსებულ უმსხვილეს საინვესტიციო ფონდ “საპარტნიორო ფონდს” სახელი ეცვლება და მას “საქართველოს განვითარების ფონდი” ეწოდება - საზოგადოებრივი მაუწყებლის თანახმად, შესაბამისი კანონპროექტი მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.

საპარტნიორო ფონდში ამჟამად არცერთი სისტემური საწარმო აღარ შედის. მიმდინარე წლის იანვარში ფონდს გამოეყო საქართველოს რკინიგზა. იქამდე კი 2022 წლის ბოლოს ფონდიდან ნავთობისა და გაზის კორპორაცია გავიდა.

კანონპროქტში აღნიშნულია, რომ უნდა განისაზღვროს ფონდის ვალდებულება, ინვესტიციის ამოღების შემდეგ, გამოვიდეს განხორციელებული პროექტებიდან. ასევე, უნდა განხორციელდეს ფონდის მმართველობის სტრუქტურის ოპტიმიზაცია. კერძოდ, სამეთვალყურეო საბჭო დაკომპლექტდეს მთავრობის წარმომადგენლების გარეშე და, შესაბამისად, ახალმა სამეთვალყურეო საბჭომ შეითავსოს საინვესტიციო საბჭოს ფუნქციები.

საქართველოს მთავრობა “საპარტნიორო ფონდის” სახელის ცვლილებას 2021 წლიდან გეგმავს, ამის შესახებ პირველი განცხადება 2021 წლის ნოემბერში მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გააკეთა.

ფონდის მმართველობითი ანგარიშის თანახმად, ორგანიზაცია რამდენიმე სექტორში კომერციულად მიმზიდველ პროექტებში 100 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს, თუმცა უშუალოდ საიდან მოიტანს ორგანიზაცია ამ სახსრებს, დოკუმენტში განმარტებული არაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები