მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საპენსიო რეფორმამ უნდა უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეების ფინანსური ცხოვრება საპენსიო ასაკში"

5de180945fbce
თელარა გელანტია
30.11.19 10:40
1077
საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ საქართველოს პარლამენტს საპენსიო სააგენტოს ექვსი თვის ანგარიში წარუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩვენ მოვუყევით პარლამენტს ჩვენ მიერ გაწეული იმ დიდი სამუშაოს შესახებ, რაც ჩავატარეთ. დაისვა კითხვები, რომელსაც ასევე ამომწურავად ვუპასუხეთ. დაგროვებითი საპენსიო რეფორმა გრძელდება საქართველოში წარმატებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი, როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური თვალსაზრისით. ეკონომიკურ ეფექტებს ჩვენ უნდა ველოდოთ უახლოეს წლებში და სოციალური თვალსაზრისით ამ რეფორმამ უნდა უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეების ფინანსური ცხოვრება საპენსიო ასაკში", - განაცხადა სურგულაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები