მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული გამოსვლების გამო, ლუვრი დროებით დაიხურა

6421a52580cc5
მარიამ ვარადაშვილი
27.03.23 18:22
531
საფრანგეთში მიმდინარე პროტესტის გამო, ლუვრი ვიზიტორებისთვის დაიხურა. როგორც მუზეუმის განცხადებაში წერია, ამ ეტაპზე გახსნის შესაძლებლობა არ აქვთ.

გასულ კვირას საფრანგეთის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს საკმარისი მხარდაჭერა არ ჰქონდა. 20 მარტს უნდობლობის გამოცხადების მცდელობების მიზეზი სადავო საპენსიო რეფორმის კენჭისყრის გარეშე გატანა გახდა. პრემიერ-მინისტრმა ელიზაბეტ ბოღნმა გამოიყენა საკონსტიტუციო მუხლი, რაც შესაძლებლობას იძლევა კანონპროექტი კენჭისყრის გარეშე გაიტანო. რეფორმით საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე, ხოლო საპენსიო ფონდში შენატანების მინიმალური ვადა - 43 წლამდე იზრდება.

მთავრობა რეფორმას აუცილებლად მიიჩნევს საპენსიო ფონდში დეფიციტის თავიდან ასაცილებლად. არსებული პროგნოზით, 2030 წლისთვის დეფიციტმა შესაძლოა, 20 მილიარდ ევროს მიაღწიოს. რეფორმის გამო ქვეყანაში რამდენიმე კვირაა მასობრივი საპროტესტო გამოსვლებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები