საპენსიო სააგენტოს დირექტორი 2019 წლის 6 თვის ანგარიშით პარლამენტში დეპუტატების წინაშე წარსდგა.
როგორც ლევან სურგულაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ამ დროისთვის, დაგროვებით საპენსიო სქემას 931, 130 უნიკალური მონაწილე ჰყავს, საიდანაც კერძო სექტორს - 761, 828, ხოლო საჯარო სექტორს 218,687 მონაწილე მიეკუთვნება.
„2019 წლის 1 იანვრიდან სქემაში 60,134 კერძო კომპანია ჩაერთო. ბოლო მონაცემებით, საპენსიო ფონდის ღირებულება 450, 474, 703 ლარია, დარიცხული სარგებელი კი, 13,271, 612 ლარს შეადგენს”, - აცხადებს სურგულაძე.
როგორც საპენსიო სააგენტოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ რელიზშია აღნიშნული, სააგენტო წლის ბოლოსთვის 0.5 მილიარდი ლარის მობილიზებას ელოდება.




























