მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტოს საკუთრებაში არსებული უცხოური აქციების პორტფელმა ₾1 მილიარდს მიაღწია

საფონდო ბირჟა

საქართველოდან გლობალური აქციების უმსხვილეს ინსტიტუციურ ინვესტორს საპენსიო სააგენტო წარმოადგენს, რომლის 5.8 მილიარდიანი დანაზოგების პორტფელიდან 1 მილიარდი ლარი განთავსებულია გლობალური საფონდო ბირჟის წამყვან ინდექსებში.

საპენსიო სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, დაბალ რისკიანი საპენსიო პორტფელის 17% ანუ 973 მილიონი ლარი არის საფონდო ბირჟაზე ინვესტირებული, საშუალო რისკიანი პორტფელისთვის ესაა 30.7% (9.8 მლნ ლარი), ხოლო მაღალრისკიანი პორტფელისთვის 50.5% (15.5 მილიონი ლარი).

საქართველოს საპენსიო სააგენტოს აღნიშნული თანხა ინვესტირებული აქვს მსოფლიოს წამყვან ინდექსებში, მათ შორის S&P 500-ში, FTSE Pacific ETF-ში, FTSE Europe ETF-ში და სხვა ინდექსებში.

უფრო დეტალურად საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელი 2024 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ასე ნაწილდება:

  1. S&P 500 ETF Trust - 421 მილიონი ლარი;
  2. FTSE Pacific ETF - 174 მილიონი ლარი;
  3. FTSE Europe ETF - 170 მილიონი ლარი;
  4. FTSE EM Markets ETF - 120 მილიონი ლარი;
  5. Latin America 40 ETF - 75 მილიონი ლარი;
  6. S&P 500 ETF - 13 მილიონი ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები