მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო ახლა ნამდვილად არ ადგას ევროპულ გზას - ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ელინა ვალტონენი

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ქვეყნის ამჟამინდელი მდგომარეობა შემაშფოთებელია, რადგან ერთ სულ მოსახლეზე უფრო მეტი პოლიტიკური პატიმარია, ვიდრე რუსეთში.

მან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებს ასევე განუცხადა, რომ საქართველო ახლა ნამდვილად არ ადგას ევროპულ გზას.

სამხრეთ კავკასიიდან ახლახან დავბრუნდი და, სამწუხაროდ, საქართველოში რაც დავინახე, ძალზე შემაშფოთებელია. ქუჩებში ჩვეულებრივი მოქალაქეების მიმართ მიმდინარე რეპრესიები სრულიად მიუღებელია. დღეს საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე უფრო მეტი პოლიტიკური პატიმარია, ვიდრე რუსეთში, რაც ყველასთვის საგანგაშო სიგნალია. ეს ნამდვილად არ არის ევროპული გზა და არც ის მიმართულება, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია. ამიტომ ამ საკითხშიც საჭიროა სიმტკიცე და პრინციპულობა გამოვიჩინოთ“, - განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები