მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-აშშ-ის ურთიერთობაში ძალიან რთული პერიოდია, რაც აზიანებს ეკონომიკას და ბიზნესს - ბიზნესმენი

დიო

"სანქციები პირველ რიგში შეიძლება საბანკო სექტორს აზარალებს, მაგრამ საბანკო სექტის დაზიანება დააზარალებს მთელ ბიზნესს სექტორს და ეკონომიკას", - ამის შესახებ "დიოს" დამფუძნებელმა, თამაზ დაუშვილმა EUGBC-ის წევრი და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლების აშშ-ს ელჩთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხის ინტერესია, საქართველოსა და აშშ-ის შორის დღეს არსებული პრობლემების გადაჭრა.

"შეხვედრაზე გავცვალეთ ინფორმაცია საქართველოსა და აშშ-ს შორის ეკონომიკური კავშირების განვითარებაზე, პირდაპირი ავიარეისების დაწყებაზე, ინვესტიციებისა და ტურიზმის ზრდაზე. ვფიქრობ, საინტერესო შეხვედრა იყო. ელჩი ხშირად მართავს შეხვედრას სხვადასხვა ბიზნესასოციაციებთან. ის ძალიან დაინტერესებულია ამ საკითხებით, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდეს და მაღალ დონეზე ავიდეს. ახლა, ძალიან რთული პერიოდი დგას საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობაში და ეს აზიანებს ეკონომიკას და ბიზნესსაც.

ბოლო პერიოდში, ინფორმაციები რაც საქართველოდან გადის ხელს უშლის აშშ-ს მხრიდან ბიზნესმენების საქართველოთი დაინტერესებას. ასევე, ბოლო დროს დაიწერა რამდენიმე ნეგატიური მასალაც გავლენიან გამოცემებში. ამიტომ, ვფიქრობ ეს პრობლემები უნდა იქნეს გადალახული. არაფრით არ შეიძლება, საქართველო-ამერიკას შორის ასეთ დაბალ დონეზე იყოს ურთიერთობები. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ ეს ურთიერთობები გამოსწორდეს და კიდევ მეტად არ გაუარესდეს. სანქციები პირველ რიგში შეიძლება საბანკო სექტორს აზარალებს, მაგრამ საბანკო სექტის დაზიანება დააზარალებს მთელს ბიზნესს სექტორს და ეკონომიკას. სიტუაცია კრიტიკულია და ახლა, ქართველი ხალხის ინტერესშია, საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების მოგვარება", - განაცხადა დაუშვილმა მედიასთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები