მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-აშშ-ს ბრუნვა $1 მილიარდს აღემატება - რა ვიყიდეთ/გავყიდეთ 2022 წელს?

63e20e9db636b
ვიქტორია მღებრიშვილი
08.02.23 00:00
1152

საქართველოს ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორი - ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორების პირველ ხუთეულში შედის და რეიტინგში 6.3%-იანი წილით მეხუთე ადგილს იკავებს.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის განმავლობაში საქართველო-აშშ-ს სავაჭრო ბრუნვა 1 მილიარდ 206 მლნ დოლარი იყო. ქვეყნებს შორის ვაჭრობა 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 43.1%-ით გაიზარდა და ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

აშშ-სთან ვაჭრობაში უდიდეს ნაწილს - 78%-ს იმპორტი, ხოლო დანარჩენ - 22%-ს ექსპორტი იკავებს. 2022 წელს ამერიკიდან შეძენილი სხვადასხვა დასახელების საქონლის იმპორტით იგი იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგში მეოთხე ადგილზეა. გასულ წელს ამერიკაში საქონლის შესაძენად 941.3 მლნ დოლარი გავიდა, ზრდა 2021 წელთან შედარებით 45.2%-ია. იმპორტის უდიდეს ნაწილს - 88.5%-ს მსუბუქი ავტომობილები შეადგენს, რომლის შემოტანის ღირებულება წელს 48%3-ით გაიზარდა.


საიმპორტო საქონლის TOP-10-ეული ასეთია:


1. მსუბუქი ავტომობილები - 833.2 მლნ დოლარი;
2.ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის - 7.7 მლნ დოლარი, 7 471 ტონა;
3. დანარჩენი საქონელი - 6.7 მლნ დოლარი;
4. ტანსაცმელი და ნაწარმი ნახმარი - 6.1 მლნ დოლარი, 440 ტონა;
5. გადამცემი რადიოსატელეფონო აპარატურა - 5.8 მლნ დოლარი, 3 ტონა;
6. მოწყობილობები თხევად კრისტალებზე - 4.9 მლნ დოლარი, 10 ტონა;
7. თხილი და სხვა კაკალი - 4.8 მლნ დოლარი, 1 765 ტონა;
8. თევზი გაყინული - 4.8 მლნ დოლარი, 2 405 ტონა;
9. კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი - 4.5 მლნ დოლარი, 114 ტონა;
10. კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები - 4 მლნ დოლარი, 7 234 ტონა;

ამერიკიდან TOP-10 იმპორტიორი კომპანიის ჩამონათვალი ასეთია: "შპს აპტოს"; "შპს ბი თუ ბი"; "შპს ვ8შიფინგ ჯორჯია"; "შპს კავკასიის ავტოიმპორტი"; "შპს პსპ ფარმა"; "შპს სტრადა მოტორსი"; "შპს ფოთის მარცვლეულის ტერმინალი"; "შპს ფუდ თრეიდი 2022"; "შპს ქარექსპრესსი"; "შპს ქარნეტ".

რაც შეეხება ექსპორტს, 2022 წელს აშშ-ში საქონლის რეალიზებით ქვეყანამ 265 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, ზრდა 2021 წელთან შედარებით 36.2% იყო. შედეგად ქვეყანამ საექსპორტო ქვეყნების ათეულში მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ პერიოდში ქვეყნის ძირითად სავაჭრო საქონელს ფეროშენადნობები წარმოადგენდა.



TOP-10 საექსპორტო საქონლის რეიტინგი კი ასეთია:


1. ფეროშენადნობები - 232.6 მლნ დოლარი, 102 185 ტონა;
2. დიოდები, ტრანზისტორები და ანალოგიური ნახევარგამტარი ხელსაწყოები - 6.8 მლნ დოლარი, 838 ტონა;
3. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 5.2 მლნ დოლარი, 1 039 ტონა;
4. ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 2.7 მლნ დოლარი, 1 809 ტონა;
5. მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 1.9 მლნ დოლარი, 1 253 ტონა;
6. საფრენი აპარატების ნაწილები - 1.7 მლნ დოლარი, 5 ტონა;
7. ეთილის სპირტი არადენატურირებული - 1.6 მლნ დოლარი, 660 ტონა;
8. ავეჯი სხვა და მისი ნაწილები - 1.5 მლნ დოლარი, 347 ტონა;
9. ნაწარმი საქონლის ტრანსპორტირებისათვის - 1.3 მლნ დოლარი დოლარი, 438 ტონა;
10. მინერალური და მტკნარი წყლები - 1.2 მლნ დოლარი, 2 123 ტონა;

საქსტატის მიერ BM.GE-სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამ პერიოდის განმავლობაში აშშ-ში უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანიების ათეული ასეთია: "სს აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები" (ციკლონი); "შპს აიონრაიზ"; "შპს არესემ კორპ"; "შპს არომაპროდუქტი"; "შპს ევოკო"; "შპს კავკასპაკ"; "შპს რუსთავის ფოლადი"; "შპს უშბა დისტილერი"; "შპს ჭიათურმანგანუმ ჯორჯია"; "შპს ჯორჯიან მანგანეზი".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები