მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო - აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვარი აპრილშიც არ გაიხსნება

აზერბაიჯანის საზღვარი

აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვრებს აპრილშიც არ გახსნის. აზერბაიჯანის მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო მოქმედი შეზღუდვა, ამჯერად 2024 წლის 1-ელი ივლისის 6:00 საათამდე გახანგრძლივდება. ინფორმაციას AZERTAC-ი ავრცელებს.

გასული წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვრებს 2024 წლის 2 აპრილამდე არ გახსნიდა. აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები 2020 გაზაფხულიდან არის დაკეტილი. ბაქოში აცხადებდნენ, რომ კარანტინის რეჟიმი იმდენ ხანს იქნება ძალაში, ვიდრე ამის საჭიროება იქნება. აზერბაიჯანში შესვლა მხოლოდ საჰაერო გზით არის შესაძლებელი. ამასთან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აზერბაიჯანის დატოვება სახმელეთო გზით შეუძლიათ.

დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ მიესალმება თუ აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვრის გახსნას გადაწყვეტს.

იმის მიზეზად, რომ საქართველოში ტურისტული ნაკადები პანდემიამდელ ნიშნულს ვერ დაუბრუნდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის მიერ სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვას ასახელებს, რამაც მისი თქმით, საქართველოს 1.5 მილიონზე მეტი ტურისტი და 400 მილიონი დოლარი დააკარგვინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები