მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო აზერბაიჯანული სატვირთო მანქანების პრობლემას სწრაფად მოაგვარებს - Report.az

სატვირთო

აზერბაიჯანული სატვირთო მანქანების პრობლემა, რომლებიც 20 დღეზე მეტია ბათუმის და თბილისის სასაზღვრო პუნქტებშია გაჩერებული, უახლოეს მომავალში მოგვარდება. ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა Report.az წერს და ინფორმაციის წყაროდ საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ასახელებს.

გამოცემა წერს, რომ საელჩოს თანამშრომლებმა დღეს გამართეს შეხვედრა საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან. მოლაპარაკებების დროს ქართულმა მხარემ დაადასტურა, რომ საკითხი რაც შეიძლება მალე მოგვარდება.

მასალაში აღნიშნულია, რომ მანამდე, თამბაქოს ნაწარმის გადამზიდავი აზერბაიჯანული სატვირთო მანქანები საქართველოს საზღვარზე ახსნა-განმარტების გარეშე გააჩერეს.

BMG საკითხზე დამატებითი დეტალების გასარკვევად შემოსავლების სამსახურს დაუკავშირდება. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები